
ინფორმაცია კვების ელემენტისა და დამტენის შესახებ
თქვენი აპარატისთვის გათვალისწინებულია BL-4C მრავალჯერ დამუხტვადი კვების ელემენტის გამოყენება. Nokia-
მ შეიძლება დაამზადოს კვების ელემენტის სხვა მოდელები, ამ მოწყობილობისთვის გამოსაყენებლად. ყოველთვის
გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური კვების ელემენტები.
ეს მოწყობილობა განკუთვნილია გამოყენებისათვის მაშინ, როდესაც ენერგია მიეწოდება შემდეგი დამტენებით:
AC-3 . Nokia-ს დამტენის მოდელის ზუსტი ნომერი შეიძლება იცვლებოდეს ჩამრთველის ტიპის მიხედვით და
დამატებული აქვს E, X, AR, U, A, C, K, B ან N აღნიშვნა.
ელემენტის ასობით დატენვა და დაცლა შეიძლება, მაგრამ იგი საბოლოოდ გაიცვითება. ელემენტი გამოცვალეთ,
როდესაც ლაპარაკისა და მოცდის დროები მნიშვნელოვნად შემცირდება ნორმალურთან შედარებით.